წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მეფეთა სასახლის
რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
კერძოდ, დასრულებულია გუმბათის ჩრდილოეთის მხრიდან არქეოლოგიური
სამუშაოები, გუმბათი ჰიდროსაიზოლაციო ფენილით დაიფარა. მეორე ეტაპი კი
მარნის რეაბილიტაციას გულისხმობს, რომელიც მისი მინით გადახურვას
მოიცავს.
ადგილზე მისულებს რამდენიმე მუშა დაგვხვდა, რომლებიც
ხარაჩოების დასრულების სამუშაოებს ასრულებდნენ.
"სამუშაოები მიმდინარეობს. ახლა გუმბათის რეაბილიტაცია ხორციელდება.
პირველ ეტაპზე გუმბათის ჩრდილოეთის მხრიდან იყო არქეოლოგიური
სამუშაოები ჩასატარებელი და დამთავრდა, წყალი ჩადიოდა გუმბათიდან და
გადავხურეთ, ჰიდროსაიზოლაციო ფენილით დაიფარა. მეორე ეტაპი მარნის
რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს მინით გადახურვას", - ამბობს
სამუშაოების შემსრუბელი კომპანიის დიერექტორი, მიხეილ გელაშვილი.
ის ამბობს, რომ მუშები შაბათი-კვირას ისვენებენ.
ის სამუშაოების განსაზღვრულ დროზე ადრე დასრულებასა
ვარაუდობს.
კომპლექსს რეკონსტრუქციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში (NAT170006030)
გამარჯვებული კომპანია "შპს ძველი გალავანი" ახორციელებს, რომელიც
სამუშაობის შესრულების სანაცვლოდ 60 000 ლარს მიიღებს.
ერთიანი საქართველოს დაშლის შემდგომ 18 ს-ის ბოლომდე გეგუთი იმერეთის
მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაა. თავისი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტით
გეგუთის კომპლექსი უნიკალურ ნაგებობას წარმოადგენს. დღესდღეობით
გეგუთის სასახლე ძლიერ დაზიანებუა, ჩამოშლილია კედლები, დაზიანებულია
კამარაც. გადახურვის უქონლობის გამო მასზე მცენარეული საფარია
გაჩენილი და ჩაედინება ნალექი, რაც მძიმე მდომარეობაში მყოფი
ნაგებობას კიდევ უფრო აზიანებს
მასალის გამოყენების პირობები