შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია
camille bloch
წარმოებისთის იმერეთის მუნიციპალიტეტები დაათვალიერა.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ქუთაისიპოსტს" იმერეთის ვიცე-გუბერნატორი,
იოსებ ხახალეიშვილი ესაუბრა.
როგორც ის ამბობს, შვეიცარული კომპანია, იმერული თხილით დაინტერესდა
და ამ მიზნით თხილის საწარმოს შესაქმნელად საჭირო ტერიტორიას
არჩევს.
"კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს წყალტუბოს და სამტრედიის
ტერიტორიები, ასევე დაინტერესდნენ გურიით. ჯერჯერობით ასეთი სამუშაო
პროცესი მიმდინარეობს," - ამბობს ხახალეიშვილი.
მისივე თქმით, პლანტაციებისთვის საჭირო ტერიტორიის მოძიების შემდეგ,
ასევე მოხდება ნიადაგის შესწავლა და საბოლოო გადაწყვეტილების პასუხიც
ცნობილი გახდება.
შოკოლადის მწარმოებელ კომპანიას
camille bloch არსებობის 80 წლიანი ისტორია
აქვს.
camille bloch შოკოლადის მთავარ იგრედიენტს
სწორედ თხილის გული წარმოადგენს.
მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch იმერეთში თხილის
წარმოებას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე Camille Bloch-ის წარმომადგენლები, იმერეთის
რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პლანტაციებისთვის შესაბამისი
ტერიტორიების მოძიებაზე მუშაობენ.
შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებითა და
ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით არის დაინტერესებული.
იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა შვეიცარიელებს იმერეთის მხარეში თხილის
სექტორში არსებული რესურსი გააცნო და მის მაღალ ხარისხზე
ისაუბრა.
კერძოდ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ
ხახალეიშვილი შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის Camille
Bloch-ის მფლობელს დანიელ ბლოხს შეხვდა. შეხვედრას ასევე, საქარველოში
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ილია
მარჯანიძე ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები