საქართველოს "დავით ყიფიანის" სახელობის თასის ნახევარ ფინალში სამი
იმერული კლუბი, ხონის "იმერეთი", საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის
"ტორპედო" გავიდა.
ხონის "იმერეთმა" მეოთხედ ფინალში ნორჩი "დინამო" თერთმეტმეტრიანების
სერიაში დაამარცხა, საჩხერის "ჩიხურამ" საკუთარ მოედანზე გორის
"დილას" უმასპინძლა და დამაჯერებლად 3:0 მოიგო, ქუთაისის "ტორპედომ"
კი "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე თბილისის "შევარდენი"
ანგარიშით 1:2 დაამარცხა.
მეოთხე ნახევარფინალისტი თბილისის "დინამოა", რომელმაც რუსთავის
"რუსთავს" თერთმეტმეტრიანებში აჯობა. კენჭისყრა 15 სექტემბერს
გაიმართება, სადაც ნახევარ ფინალური წყვილები გახდება ცნობილი.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები