ქუთაისიდან 21 დღეში ანუ შესაბამისი კანონის ამოქმედებიდან, 15
აგვისტოდან ხუთ სექტემბრამდე 112-ში გადაჭარბებული ხმაურზე
23 ზარი შევიდა. რაც იმას ნიშნვს, რომ მოქალაქეებმა
შეტყობინება, ბინიდან, დაწებულებებიდან ან ქუჩიდან გამოწვეული ხმარის
გამო განახორციელეს.
"შემოსული შეტყობინებების კლასიფიკაცია ხდება ზარის ინიციატორის მიერ
მოწოდებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე. თითოეულ განხორციელებულ
ზარზე პროგრამულად განისაზღვრება პრობლემის ანუ ინციდენტის ტიპი.
ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის ტიპია "ხმაური აწუხებს" და გულისხმობს
ბინიდან, დაწესებულებიდან, ქუჩიდან გამოწვეულ ხმაურს, რომელიც აწუხებს
მოქალაქეს", - განმარტავენ უწყებაში.
გადაჭარბებული ხმაურის შესახებ
კანონის ამოქმედებიდან ანუ 15 აგვისტოდან 5
სექტემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 1 170 შეტყობინება შევიდა.
ხმაურის შესახებ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, პირველ ჯერზე
ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში
კი, ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით
დაჯარიმდებიან. ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის
შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას
ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის
ოდენობით.
კანონში განსაზღვრულია ადგილების მიხედვით ხმაურის დასაშვები ნორმები.
მაგალითად, საცხოვრებელსა და საძინებელში დღისით შემღწევი ხმაური 35
დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამით კი 30-ს. სავაჭრო
დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია.
ასევე, სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებში 40-ზე მეტი დეციბელი
ხმაურის გამოწვევა დაჯარიმდება. სასწავლო დაწესებულებებსა და
სამკითხველოებში კი, ხმაური 35 დეციბელზე მეტი არ უნდა იყოს. თუ
ბარებსა და რესტორნებს ექვს და უფრო ნაკლებსართულიანი კორპუსი
ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით
40.
ამავე თემაზე:
15 აგვისტოდან გადაჭარბებული ხმაური დასჯადი
ხდება
მასალის გამოყენების პირობები