ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. ისინი
ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და წყლის მიწოდებას
ითხოვენ.
თამარ მეფის ქუჩა #90-ში მცხოვრებელბის განმარტებით, უკვე ორი კვირაა
წყალი არ მოეწოდებათ.
"ყურადღებას არ გვაქცევენ საერთოდ, როგორ შეიძლება წყალი არ იყოს ორი
კვირა", - აცხდებენ ადგილობრივები.
გზის გადაკეტვის გამო განაწყენებული მძღოლი გზის დათმობას ითხოვდა რა
დროსაც ის ბავშვს დაეჯახა, თუმცა, მოზარდი არ დაშაებულა.
ამ დროისთვის გზა გახსნილია. აქციის მონაწილეებს პარტია "ქართული
ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ლატარია შეხვდა, რომელმაც მათ
დახმარება აღუთქვა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კოპმანიის ტექნიკური
აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ თათარაძის თქმით,
ადგილზე ფარული წყლის დენა ფიქსირდებოდა და ამ დრომდე
საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მისივე თქმითვე,
სხვადასხვა პროცედურასთან არის დაკავშირებული, რამაც
პრობლემის მოგვარების გაჭიანურება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები