ქუთაისის "ტორპედოს" 19 წლამდელები დასავლეთ ლიგის მეორე ადგილოსნები
გახდნენ და ოქროს ლიგის საგზური მოიპოვეს.
ოქროს ლიგაში დასავლეთისა და აღმოსავლეთის 4-4 საუკეთესო გუნდი
მოხვდა.
ქუთაისელებს პირველი თამაში "ცხინვალთან" ჰქონდათ, რომელიც აღმოსავლეთ
ლიგის ჩემპიონი გახდა. აღნიშნული თამაში ქუთაისელებმა ანგარიშით 2:1
მოიგეს.
შემდეგი თამაში "ტორპედოს" 14 სექტემბერს თბილისის "დინამოსთან" აქვს,
რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები