ქუთაისში ბუხაიძის მეორე მიკრორაიონში გაჩენილი ხანძარი სახანძრო
სამსახურმა ჩააქრო.
სავარაუდოდ ხანძრის მიზეზი კოცონი გახლდათ, რომელიც მოქალაქეებმა
გამხმარი ფოთლების დაწვის მიზნით დაანთეს. ხანძარი გამხმარ ბალახებს
მოედო და მცირე ტერიტორია მოიცვა. მოქალაქეები საკუთარი ძალით
ცდილობდნენ ხანძრის ლიკვიდაციას, თუმცა, ბოლოს სახანძრო-სამაშველო
სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. მეხანძრეებმა ხანძარი მცირე
დროში ჩააქრეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები