მწვავე დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომაზე დაცვის თანამშრომლის მობილიზება გახდა საჭირო.
ქუთაისის მერიის მიერ საფეხბურთო კლუბ
"ტორპედოსთვის" თანხის გადარიცხვა გახდა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, უმცირესობის დეპუტატისა და ქალაქის მერის დაპირისპირების მიზეზი.
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ამირან ძოწენიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწუნა "ტორპედოზე" მზრუნველობა და სოციალური პროგრამების მიმართ გულგრილობაში დაადანაშაულა.
"ნაციონალი" დეპუტატის განმარტებით, უმჯობესი იქნებოდა, "ტორპდოსთვის" გამოყოფილი თანხა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს დამატებოდა. მან ასევე, ქალაქის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაადანაშულა, "ვისოლის" კლუბიდან წავლის საკითხში. ძოწენიძის თქმით, ვისოლი, რომელიც აღნიშნულ საფეხბურთო კლუბს ასპონსერებდა, აიძულეს წასულიყო.
"სოციალურ პროგრამებზეც არის დამატებული თანხები. რაც შეეება "ტორპედოს", ჩვენ არ გავაჩერებთ ამ გუნდს. შეიძლება მეც არ მიხარია რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება მისი შენახვა. მაგრამ ვიდრე სპონსორი არ მოიძებნება, თქვენც შეგიძლიათ ვინმე მოძებნოთ", - ასე განუმარტა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულია საკრებულოს სხდომაზე განაწყენებულ დეპუტატს "ტორპედოსთვის" თანხის გადარიცხვის მიზეზები.
მეტი დამაჯერებლობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალიც შეეცადა ქალაქის მერის პოზიცია დაეცვა და უმცირესობის დეპუტატს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. "დამშვიდების" მცდელობა კი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"გვესმის რომ გაღიზიანებული ხართ, რადგან თქვენი პარტია იშლება", - ამ რეპლიკით მიმართა დავით დვალმა "ნაციონალს" დეპუატატს.
"სჯობია თქვენს პარტიას მიხედოთ. რა თმა უნდა, თუკი გახსოვთ ახლა რომელ პარტიას წარმოადგენთ. იმდენი პოლიტიკური პარტია გაქვთ გამოცვლილი, რომ შეიძლება აღარც გახსოვთ," - ამგვარი გამოსვლით უპასუხა კოლეგის რეპლიკას ამირან ძოწენიძემ.
მწვავე დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომაზე დაცვის თანამშრომლის მობილიზება გახდა საჭირო. თუმცა, დეპუატატებს შორის არსებული დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირემამდე არ მისულა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები