გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
მაღალი ტემპერატურა მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, 10-11 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოში
ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე გათბება, ხოლო მომდევნო დღეებში
ტემპერატურა უფრო მოიმატებს.
"13-15 სექტემბერს ვვარაუდობთ ტემპერატურის მატებას. მოსალოდნელია
აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, შესაძლოა ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ-ში", -
ამბობს გარემოს ეროვული საგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი
ტემპერატურა 14 სექტემბრამდე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები