ახალი ამბები
"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის I შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტი მიმდინარე წლის 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში "სამართლიანი არჩვენების" დამკვირვებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო სიბუეტების მიერ გამართულ 82 საჯარო შეხვედრას აკვირდებოდნენ.

ორგანიზაციის დაკვირვებით საანგარიშო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების 2, ზეწოლა-მუქარი 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 1, ადმინისტრაციკული რესურსის გამოყენების 3 და დამკვირვებლისათვის ხელის შეშლი 1 ფაქტი გამოვლინდა.

დოკუმენტში, ასევე აღნიშნულია, რომ 8 საარჩევნო ოქლში საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ხარვეზებით წარიმართა, რომელთა შორის ქუთაისის #59 საოლქო კომისიაც მოხვდა.

"ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიები 53 ისეთ წევრით დააკომპლექტა, რომელთაც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის დისცილინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. მათგან 7 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ საპარლამენტო არჩევნების ორივე ტურში," -აღნიშნულია ISFED-ის ანგარიშში.

ორგანიზაცია, ასევე ყურადღებას ამახვილებს მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო რესურსების მობილიზების ფაქტებზეც. სულ ასეთი 37 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევის 5 შემთხვევა.

ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და არ დაუშვან საბიუჯეტო თუ ადამიანური რესურსების გამოყენება პარტიული ინტერესების გასატარებლად. ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიებს კი, საქმიანობის ნდობის ამაღლებისთვის, მაქსიმალურად გამჭვირვალე და დასაბუბთებული გადაწყვეტილებების გამოტანისკენ მიუთითებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.