ახალი ამბები
"ოცნების" შტაბს გააჩნია საკუთარი ტექნიკური საშუალებები და საკმარისზე მეტი ავტომანქანები"
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბსი, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ბრალდებებს პასუხობენ. „ქართული  ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის  იურისტი  გოჩა  ავალიანის განცადებით, მმართველი პარტიისთვის აბსოლუტურად რელევანტურია წინასაარჩევნო კამპანია ყველა კანდიდატისთვის თანაბარ ვითარებაში ჩატარდეს.

"ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას. როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ჩვენი ოპონენტების მხრიდან. რაც შეეხება,  ბატონი გოგის განცხადებას - წინასაარჩევნო აგიტაციის და კამპანიის ჩატარების დროს "ქართულო ოცნების"  კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, რაც თითქოსდა გამოიხატა მერიის ბალანსზე რიცხული ტექნიკური საშუალებების თუ ავტომანქანების გამოყენებით, აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად გამოვრიცხავთ. "ქართული ოცნების"  შტაბს გააჩნია საკუთარი ტექნიკური საშუალებები და საკმარისზე მეტი ავტომანქანები. ამდენად, მსგავსი აბსურდული განცხადებები მიმართულია მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაციისა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანისაკენ. შესაბამისად, კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48 მუხლის 1 პუნქტის "ბ" და "გ" ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევას", -  განმარტავს შტაბის იურისტი გოჩა ავალიანი.

პარტია "თავისუფალი საქართველოს"  იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულიას თქმით, "ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი ადმინისტრაციულ რესურს იყენებს.

"მოსახლეობას ხვდებიან მერიის მანქანებით, მათი საწვავით და მათი ტექნიკით, იყენებენ ფოტოაპარატებს და მერიის ადმინისტრაციული რესურსი ოცნების ჭიღვარიას სრულ მორჩილებაშია," - აცხადებს წულაია.


ამავე თემაზე:

"მერიის ადმინისტრაციული რესურსი ჭიღვარიას მორჩილებაშია" - "ოცნების" ქუთაისის შტაბს ბრალდებებს უყენებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.