"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული
რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
საუბარია, თვითმართველობის კუთვნილენაში არსებული ტექნიკის,
მაგალითად, საწვავის, ფოტოაპარატის და ავტომანქანების საარჩევნო
კამპანიისთვის გამოყენებაზე.
აღნიშნულ ბრალდებებს "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბს,
პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლობა უყენებს.
"მოსახლეობას ხვდებიან მერიის მანქანებით, მათი საწვავით და მათი
ტექნიკით, იყენებენ ფოტოაპარატებს და მერიის ადმინისტრაციული რესურსი
ოცნების ჭიღვარიას სრულ მორჩილებაშია," - აცხადებს წულაია.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ ეს ბრალდებები
უსაფუძვლოა.
"პრესცენტრშია მერიის კუთვნილებაში არსებული ყველა ტექნიკა და მისი
განათხოვრება ან ვინმეს მიერ გამოყენება არ მომხდარა. შესაბამისად,
არცერთი ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს," - ამბობს ქუთაისის
მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ეკა მამისეიშვილი.
რაც შეეხება, "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბს, განმარტავენ, რომ
ოპონენტის ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებენ.
მასალის გამოყენების პირობები