ქუთაისის საჯარო სკოლებში დირექტორები მშობლებს საკლასო ოთახების
დასალაგებლად იბარებენ და ასევე, ფარდების შესაძენასაც სთხოვენ.
ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს ილიკო ნაცვალაძემ გაავრცელა.
"ყველა ის დირექტორი და მასწავლებელი სამუდამოდ უნდა ჩამოცილდეს
სკოლას, რომელიც მშობლებს საკლასო ოთახების დასალაგებლად იბარებს და
ფარდების ყიდვას თხოვს. მშობლების წვლილი არანაკლებია ამ დამპალი
სისტემის განოყიერებაში", - წერს ილიკო ნაცვალაძე სოციალურ
ქსელში.
ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მშობლები ფანჯრების გასაწმენდად დღეს
21-ე საჯარო სკოლაში დაიბარეს.
ქუთაისიპოსტი დაინტერესდა ამ შემთვევით და დასახელებულ საჯარო სკოლაში
მივედით. ადგილზე მისვლის მომენტში შენობაში ნადვილად იმყოფებდონენ
მშობლები, სკოლის დირექტორი და მასწავლებლები, რომლებიც საკლასო
ოთახებს ალაგებდნენ.
თუმცა, მშობლებმა ჩვენთან საუბარში განმარტეს, რომ დალაგების იდეა
თავად გაუჩნდათ და მათთვის სკოლაში მისვლა არავის დაუვალებია.
"ჩვენი ნებით ვალაგებთ. ამაში რა არის ცუდი არ ვიცი. ვერ
წარმომიდგენია ახლა ვინმეს, როგორ შეიძლება რამე აიძულო. ჩვენს ისევე
ვალაგებთ ოთახებს, როგორც დირექტორი თუ მასწავლებელი", - განმარტავენ
ქუთაისის #21 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები.
მშობლების დაბარების შესახებ ინფორმაცია ასევე, არ დაადასტურა სკოლის
დირექტომა, რუსუდან ჭეიშვილმაც. რაც შეეხება, ფარდების შეძენის მიზნით
ფულის აკრებას. მისი თქმით, სასკოლო ფარდები მან მშობლებისგან
დამოუკიდებლად შეიძინა და ამისთვის თანხის აკრება არავისთვის
დაუვალებია.
"1000 ლარი გადავიხადე ფარდებში, საკუთარი თვალით შევარჩიე და
მოვიტანე. როგორ ვეტყოდი ვინმეს ფულის აკრებას ეს არის აბსურდი", -
განარტავს ის.
ქუთაისის საგანამათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ბადრი ვაშაკიძე
გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ირწმუნება, რომ
დირექტორის მხრიდან მშობლების მიმართ სკოლის დალაგების დაძალებას
ადგილი არ ჰქონია. ვაშაკიძე განმარტავს, რომ ქუთაისის ყველა
საჯარო სკოლას დამლაგებლი ყავს.
"ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს არის განათლების მტერი. არავითარი
ფულის აკრება არ ხდება. რაც შეეხება, ოთახების დალაგებას რა მოხდა თუ
მშობელმა გამოთქვა სურვილი დაალაგოს საკლასო ოთახი, სადაც მისმა
შვილმა უნდა ისწავლოს", - ამბობს ქუთაისის განათლების რესურსცენტრის
ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე.
მასალის გამოყენების პირობები