ბენეფიციართა სია, რომლებმაც სოციალურ საცხოვრისში მოსახვედრად მერიის
მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, 7 სექტემბერს
გამოქვეყნდება.
ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განცხადებით, საკონსკურსო
კომისიაში 300-ზე მეტი ბენეფიციარის განაცხადი შევიდა, რომელთაგან
51-ს მერიამ უარი იმ მოტივით უთხრა, რომ მათ სახელზე ქონება
რეგისტრირდებოდა. ბინის მიღების მსურველთაგან კი 260 ბენეფიციარი იმ
სიაში ჩაისვა, რომლებსაც ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ
საცხოვრისში ბინის მიღების შანსი აქვს. მათ სრულ სიას ქუთაისის მერია
ხვალ, 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
კოტე ქავთარაძის თქმით, კომისიამ ბენეფიციართა შერჩევის დროს
კონკრეტული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. პრიორიტეტი მიენიჭა მათ,
ვისაც ამ მომენტში თავშესფარი არ აქვს, ასევე, შშმ პირებსა და
სოციალურად უკიდურესად შეჭირვებულებს.
ვიცე-მერის თქმით, სოციალური საცხოვრისი თავდაპირველად 50-მდე
ბენეფიციარზე იყო გათვლილი, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობა,
შენობაში არსებული თავისუფალი ფართის, დაახლოებით 1870 კვ.მ-ის
გამოსყიდვას გეგმავს და ასეთ შემთხვევაში 80-ზე მეტი უსახლკაროს ბინით
დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. დამატებითი ფართის შესაძენად
კი მერიამ 1 800 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციართა
შესახლება სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.
ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ბინის მიღებას 350 უსახლკარო
ელოდებოდა. მათი ნაწილი სამხატვრო სკოლის და ე.წ. საგრენაჟე ქარხნის
ყოფილ შენობებში ცხოვრობს.
როგორ ცხოვრობენ საცხოვრებელი პირობების მომლოდინე ოჯახები ძველ და
ამორტიზებულ შენობებში,
ნახეთ სიუჟეტი:
ამავე
თემაზე:
ქუთაისში
50-მდე ოჯახს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში შეასახლებენ
ქუთაისში
სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი ცხადდება
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში
(ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები