წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი, რომელსაც ქვეწარმავლები შეესია და
ადგილობრივები
დაკბინა, შეწამლულია.
სადეზინფექციო ღონისძიებები შენობას მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც
"ქუთაისიპოსტმა" დაკბენის ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
"შეწამლეს ტერიტორია, შენობა და ახლა იმედია უსაფრთხოდ მაინც
ვიქნებით," - ამბობს დევნილი თამილა ქარდავა.
სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა დასახლებაში, წყალტუბოს გამგეობის
დაქვემდებარებაში მყოფმა შპს "პროგრესმა" განახორციელა.
"ქალაქ წყალტუბოში, 65200 კვ. მეტრზე, ქუჩებსა და მწვანე საფარზე
სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დეზიფექციასთან ერთად,
ტარდება ქუჩების დეტარიზაცია და ქვეწარმავლების დაფრთხობის
ღინისძიებები," - განმარტავს შპს "პროგრესის"
ხელმძღვანელი, გოჩა სახურია.
სადეზინფექციო სამუშაოებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 8000-მდე ლარი იხარჯება.
წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" მცხოვრები 2 დევნილი ქალი
გასულ კვირას ქვეწარმავლეებმა დაკბინა, თუმცა შემთხვევას ორივე
მათგანი გადაურჩა.
ამავე
თემაზე:
წყალტუბოში 80 წლის ქალი გველმა
დაკბინა
წყალტუბოში გველისგან დაკბენილი ქალი გადარჩა
მასალის გამოყენების პირობები