2017 წლის აგვისტოში ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს 2 254
ვიზიტორი ესტუმრა.
ტურიზმის ცენტრში განმარტავენ, რომ ეს წინა პერიოდთან შედარებით
რეკორდული მაჩვენებელია. მათი თქმით, ქუთაისში ტურისტების
განსაკუთრებით დიდი ნაკადი პოლონეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და
ლატვიიდან ფიქსირდება.
ტურიზმის საინფომაციო ცენტრში აცხადებენ, რომ აგვისტოს თვე
ტურისტებისთვის განსაკუთრებით აქტიური იყო.
"ჩვენ ტურისტებს ინფორმაციას ვაწვდით ქალაქის ღირსშესანიშნაობების,
კვების ობიექტების, ღამის გასათევი ადგილების შესახებ ,ასევე გვაქვს
ბარგის შესანახი სივრცე. ვფიქრობ ტურისტები კმაყოფილები არიან", -
ამბობს ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ტატო
ლილუაშვილი.
ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი
2 მაისამდე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული.
ცენტრისთვის "მირზაანის" ყოფილი შენობა მერიამ
2015 წელს შეიძინა, ხოლო ობიექტის მოსაწყობად
სახელმწიფო შესყიდვა გასულ
წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯევბულ კომპანიად შპს
"პარმარი" დასახელდა. კომპანიამ ობიექტის კეთილმოწყობის სანაცვლოდ
ბიუჯეტიდან 162 000 ლარი მიიღო.
ამავე
თემაზე:
ქუთაისის
ტურიზმის ცენტრის შენობის პირველი სართულის ნაწილი 1 100 ლარად
გაქირავდა
ქუთაისის
ტურიზმის ცენტრის შენობის პირველი სართულის ნაწილი აუქციონზე
სხვისდება
მასალის გამოყენების პირობები