აკაკი დვალიშვილი და ბექა წივწივაძე საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი
2010"-ში ბრუნდებიან.
ნაკრების ყოფილი მოთამაშე, 28 წლის უკანახაზელი ბექა წივწივაძე დამდეგ
სეზონს ქუთაისურ კლუბში გაატარებს.
აქამდე, ბექა სხვადასხვა თბილისურ კლუბის და "რუსთავის" ღირსებას
იცავდა.
3 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება აკაკი დვალიშვილიც. 2013-2014 წლების
სეზონში აკაკი ქუთაისური კლუბის ღირსებას იცავდა და კლუბთან ერთად
სუპერლიგის ვერცხლის პრიზიორი, საქართველოს თასისა და სუპერთასის
მფლობელიც გახდა. ბოლო სეზონში აკაკი რუსული სუპერლიგის კლუბ
"ნოვოსიბირსკში" თამაშობდა.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები