"რწმენა გადაარჩენს კაცობრიობას", - განმარტა წირვის დასრულების შემდეგ მეუფე კალისტრატემ.
ქუთაისში 26 მაისის ღონისძეიებების აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. სადაც, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი წირვა აღავლინა.
"თუ მსოფლიოში თუ არ იქნება მართალი ცხოვრება მომავალი არ აქვს კაცობრიობას. რწმენა გადაარჩენს კაცობრიობას", - განმარტა წირვის დასრულების შემდეგ მეუფე კალისტრატემ.
აღნიშნულ საზეიმო წირვაზე ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ქუთაისის მერის თქმით, ქალაქის ღირსეულად აღნიშნავს 26 მაისს.
მასალის გამოყენების პირობები