"თერჯოლაში უბნის ინსპექტორები აფრთხილებენ ადამიანებს, რომ კრიმინალური ფაქტები დამალონ.
ასევე ეუბნებიან ადგილობრივებს, არ გააცხადოთ და ნივთების დაბრუნებაში მოგეხმარებითო. პოლიცია ჩაბმულია კრიმინალებთან და თერჯოლაში გახშირებული ქურდობის, ყაჩაღობის ფაქტები არ ხმაურდება," - თერჯოლაში კრიმინალური ფაქტების დამალვის მცდელობაზე, "ქუთაისიპოსტთან" თერჯოლაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საუბრობენ.
როგორც "ნაციონალები" ირწმუნებიან, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი, რომელიც გაქურდეს, ფაქტს არ გაახმაურებს, უბნის ინსპექტორები ნივთების დაბრუნებაში ეხმარებიან.
თერჯოლაში დამალული და გახშირებული კრიმინალური ფაქტების არსებობობას არ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სამინისტროში განმარტავენ, რომ თერჯოლაში არანაირი კრიმინალური ფაქტების დამალვა არ ხდება და მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი თვის მანძილზე მხოლოდ ერთი კრიმინალური ფაქტი დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები