ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ცენტრალურ მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეზღუდულია.
ქალაქის ცენტრში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საბრძოლო ტექნიკა არის გამოფენილი. ამ წუთებში ბაგრატის ტაძარში დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი წირვა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ქალაქში მერიის მიერ რამდენიმე ღონისძიება არის დაგეგემილი. სამხედრო ბაზაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტსაც ელოდებიან.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები