ჭიათურის მუნიციპალიტეტმა სოფლის მცხოვრებლებს სარიტუალო დარბაზების
მაგიდებს ყიდულობს.
ამ მიზნით, მუნიციპალიტეტმა 10 478 ლარის ღირბულების
ელექტრონული ტენდერი (NAT170010266)
გამოაცხადა, სადაც წინადადების წარდგენა
8 სექტემბერს დასრულდა.
სახელმწიფო შესყიდვაში მხოლოდ ერთი კომპანია შპს
"არტ ფაზისი" მონაწილეობდა, სადაც მუნიციპალიტეტს
მაგიდების შესყიდვა 8 770 ლარად შესთავაზა.
ჭიათურის მუნუციპალიტეტის შესყიდვების განყოფილების უფროსის, გოჩა
თუთქირიძის თქმით, მაგიდების შეძენა "სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული, რომელზედაც მთავრობის
თანხმობა არსებობს. მისივე თქმით, მაგიდების შეძენა თვითონ სოფლის
მცხოვრებლების არჩევანი იყო.
"სოფლებს ფული ხომ გამოეყოფოდა წინა წლებში, სოფელი კრებას მოიწვევდა,
მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს, ოქმს შეადგენდნენ ამაზე და რაც სურდათ
თავიანთი სოფლისთვის შეეძინათ იმას აირჩევდნენ. გადაწყვეტილებას ხალხი
ღებულობდა თვითონ", - ამბობს გოჩა ცუცქირიძე.
მუნიციპალიტეტი ავეჯით შემდეგ სოფლებს: ბეგიაურს, ითხვისს,
სარქველეთუბანსა და მანდაეთს შეუძენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ ითხვისში, კობერიძე -
დვალიშვილების უბანში -8 მაგიდა, ბეგიაურში-
17-ს, სარქველეთუბანში - 16
ს, მანდაეთში, რვალაძეების უბანში სამ ცალს შეიძენს.
საერთო ჯამში მუნიციპალიტეტი 44 მაგიდას შეიძენს.
მასალის გამოყენების პირობები