ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე "სავანეში" ინცინდენტი
მოხდა.
როგორც თვითმხილველები ჩვენთან საუბარში ჰყვებიან, უცნობი
მამაკაცი კაფეში შევიდა და თანამშრომლებს გამოელაპარაკა.
საუბარი მალე ხმამაღალ კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც კაფის
ადმინისტრაციამ ადგილზე დაცვის პოლიცია გამოიძახა.
დაცვის წევრებმა მოქალაქე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიყვანეს და
ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინცინდენტში რამდენიმე გამვლელი ჩაერია, რის შემდეგაც ადგილობრივთა
თქმით, ადგილზე გამოძახებული დაცვის ერთ-ერთმა წევრმა
ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა, თუმცა, სროლის ფაქტს არც
კაფეში და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
"ინცინდენტი მოხდა, მაგრამ გასროლა არ ყოფილა", - აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება, ფიზკურ დაპირისპირებას
დაცვის თანმაშრომლების მხრიდან მომხდარის დეტალებს
უწყებაში ამდრომდე იკვლევენ.
კაფე "სავანეში" ამბობენ, რომ ინცინდენტი ნამდვილად მოხდა,
თუმცა, ადგილზე დამატებით განმარტებაზე უარი განაცხადეს.
დაცვის პოლიციის 4 თანამშრომელი ამ დრომდე კაფის მიმდებარე
ტერიტორიაზე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები