ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის №13 საქალაქო ბიბლიოთეკა–ფილიალის გამოცხადებულ კონკურსში ,,წიგნი ობიექტივიდან" გამარჯვებულები გამოავლინეს.
საკონკურსო მასალების მიღება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ათობით მონაწილე ჩაერთო.
ჟიურიმ თავისი გამარჯვებულები გამოავლინა. ძირითადი ნომინაციების გარდა
კონკურსში საკუთარი ფავორიტი გამოავლინა საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტმა". სერგეი ტრუხინი და 11 წლის გიგა ციბაძე "ქუტაისიპოსტმა" საინტერესო იდეისა და ხედვის ორიგინალობის გამო შეარჩია. ისინი დაჯილდოვდნენ ძირითად ნომინაციებშიც.უკრაინემა სერგეი ტრუხინმა მეორე ადგილი დაიკავა, გიგა ციბაძე კი ნომინაცია "ფოტორეპორტაჟის" გამარჯვებული გახდა.
ხოლო ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი ოთო ბუნტურის ფოტომ დაიკავა. მესამე ადგილი ნატალია სულაბერიძეს ერგო. ნომინაციაში
"იუმორისტული ფოტო" 11 წლის ლოლიტა ხაჭაპურიძემ გაიმარჯვა.
სერგეი ტრუხინის ფოტოები
მასალის გამოყენების პირობები