აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელი
20 სექტემბერს დაიწყება.
სწავლის დაწყებამდე წერეთლის უნივერსიტეტის მომავალი სტუდენტებისთვის
რეგისტრაცია მიმდინარე წლის 5 სექტემბერს დაიწყება.
რეგისტრაცია სასწავლებლის პირველ კორპუსში, მეორე სართულზე აუდიტორია
#1211-ში შაბათ -კვირის გარდა, ყოველდღე 10:00-17:00 საათამდე
იწარმოებს.
რეგისტრაციისთვის აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ:
სრული ზოგადი განათლების დამადატურებელი დოკუმენტის ნოტარიულად
დამოწმებული ასლი.
პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი და ასლი.
4 ფოტოსურათი ზომით 3-4-ზე, ასევე, ელექტრონული ვერსია დისკზე.
საგამოცდო ბარათი და სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დოკუმენტი ვაჟების
შემთხვევაში.
სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის
დამდასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი ასეთის არსებობის
შემთხვევაში.
ხოლო იმ აბიტურიენტებმა, რომლებიც არ არიან 18 წლის რეგიტრაციის დროს
დაბადების მოწმობა უნდა წარმოადგინონ და თან უნდა ახლდეთ ერთ-ერთი
კანონიერი წარმომადგენელი.
წერეთლის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა რეგისტრაცია და ხელშეკრულების
გაფორმება 5 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები