ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე 1-ელი და მე-3 შესახვევების
რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაცია სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდის
დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "მშენებელი"
ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 170 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, ქუჩაზე ბეტონის საფარი
დაიგება.
მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები წლებია გზის შეკეთებას ითხოვდნენ.
მათი თქმით, გზაზე როგორც ფეხით, ასევე, ავტომობილით
გადაადგილება შეუძლებელია.
მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებებმა დახმარებისთვის
ქუთაისიპოსტს რამდენიმე თვის წინ მომართეს. მაშინ
ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ ქუჩაზე ჯერ საკანალიზაციო ქსელი
უნდა მოწყობილიყო, გზის საფარის აღდგენა კი შემდეგ დაიწყებოდა, რაც
სავარაუდოდ წლის ბოლომდე ვერ მოხდებოდა.
მოგვიანებით კი
ცნობილი გახდა, რომ მესხიშვილის ქუჩაზე გზის
საფარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მასალის გამოყენების პირობები