ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით 28 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა
ჩააბარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს საქართველოს ამდენივე
პირველკურსელი ეყოლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით,
საატესტატო გამოცდაში სულ 39 000 აბიტურიენტი იღებდა
მონაწილეობას.
უწყებისვე ინფორმაცით, თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 41 000-ზე
მეტი აბიტურიენტი, თუმცა 2 000-ზე მეტმა სტუდენტმა სკოლის გამოსაშვებ
გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა.
28 000 სტუდენტიდან 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა
მიიღო, 1457 სტუდენტის სწავლა 70%-ით დაფინანსდება, 4081
სტუდენტმა 50%-იანი დაფინანსება მოიპოვა, ხოლო ე.წ. უფასოზე 4051
სტუდენტი ჩაირიცხა.
მასალის გამოყენების პირობები