ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მატჩში ერთმანეთს ორი იმერული კლუბი,
მიმდინარე ჩემპიონატის მეორე და მესამე ადგილოსნები, შეხვდა
ერთმანეთს.
იმერულ დერბში ქუთაისელები პირველი დაწინაურდნენ. ანგარიში მე-18
წუთზე გაიხსნა, რაც პირველი ტაიმის ბოლომდე შენარჩუნდა. "სამტრედიამ"
გათანაბრება 81-ე წუთზე თერთმეტ მეტრიანის გამოყენებით მოახერხა.
საბოლოდ ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. იმერული კლუბები მეორე-მესამე
ადგილებს მყარად ინარჩუნებენ. ამ შედეგით "ტორპედოს" 48 ქულა, ხოლო
"სამტრედიას" 45 ქულა დაუგროვდა.
კლუბების შეხვედრა 26 აგვისტოს შედგა.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები