ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალი განისაზღვრა, სადაც 2017 წლის
თვითმმათველლობის არჩევნებისთვის სააგიტაციო მასალის განთავსება
დასაშვებია.
შესაბამისი დადგენილება ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმდინარე
წლის 22 აგვისტოს, არჩვენების ოფიცილურად გამოცხადების დღეს
გამოსცა.
დოკუმენტის თანახმად, სააგიტაციო მასალების გაკვრა დასაშვებია
ქუთაისის მერიის მიერ ამ მიზნისთვის განკუთვნილ სტენდებზე, რომელიც
განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:
1. ავტომშენებლის ქუჩა №33-ის წინამდებარე ტროტუარზე;
2. გამარჯვების მოედანზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის
ეკლესიის ტერიტორიის
წინამდებარე ტროტუარზე (ღობის გასწვრივ აღმოსავლეთ ნაწილზე);
3. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, წითელი ხიდის სამხრეთით
ავტოსადგომთან მდებარე
სკვერში;
4. 26 მაისის ქუჩის № 43-ში მდებარე შენობის წინამდებარე ტროტუარზე
(თვითმმართველი ქალაქის –
ქუთაისის საკუთრებაში არსებული ნაწილის წინ);
5. ლეონიძის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე (ატს-ის შენობის
დასავლეთით); ლ.ავალიანის
ქუჩა №2-ის წინამდებარე ტროტუარზე;
6. ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევში მდებარე ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის „მუხნარის“
ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე
გაზონში;
7. ანჯაფარიძისა და ფოთის ქუჩების კვეთაზე არსებულ გაზონში
(სადერევაციო არხის მიმდებარედ);
8. ვაჟა-ფშაველასა და კიკვიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;
9. თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩების კვეთაზე, ტროტუართან (არხის
მიმდებარე ტერიტორია); სულხან-
საბას გამზირი №9-ის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე;
10. ნიკეას ქუჩის №32/№34 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის
აღმოსავლეთით, ქუჩის
მოპირდაპირე მხარეს არსებულ გაზონში.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ ადგილზე საარჩვენო სუბიექტებს უფლება აქვთ
განათავსონ 4 ცალი A2 ფორმატის საარჩევნო პლაკატი.
ამასთანავე, ისინი ვალდებულნი არიან არჩევნების საბოლოო შედეგების
ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღეში სააგიტაციო მასალები
ჩამოხსნან.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები," - აღნიშნულია
საკრებულოს მიერ გამოცემულ დადგენილებაში.
მასალის გამოყენების პირობები