მიმდინარე წლის 7 თვეში, ქუთაისის ბიუჯეტში ქონების პრივატიზაციით
მიღებული შემოსავალი, 2016 წლის მთლიან მონაცემს 1 354 090,28
ლარით აღემატება.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წელს
1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით 3 571 319,75 ლარის ქონება
გასხვისდა.
როგორც მერიაში განმარტავენ, მიმდინარე წელს ქუთაისში სულ 43 ობიექტი
გასხვისდა, სარგებლობაში კი 37 ერთეული უძრავი ქონება და 1713 გარე
განათების ბოძი გაიცა.
2017 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ქონების პრივატიზაციით მიღებული
თანხა 5 543 200 ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება გასულ წელს, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, პრივატიზაციის მიღებულმა შემოსავალმა სულ 2 217 229, 47
ლარი შეადგინა.
"გასული წლის განმავლობაში გასხვისებული იქნა 57 ობიექტი. მათ შორის:
5 ერთეული მხოლოდ დაშლა-გატანის პირობით, 3 ერთეული ქონების
ურთიერთმონაცვლეობა. სარგებლობის უფლებით გაიცა 59 ერთეული უძრავი
ქონება და ასევე, 1423 გარე განათების კონსტრუქცია," - აღნიშნულია
ოფიციალურ წერილში, რომელიც ქუთაისიპოსტს მერიის ადმინისტრაციის
სამსახურმა მიმდინარე წლის 31 ივლისს მიაწოდა.
მასალის გამოყენების პირობები