ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე საათის დამონტჟება
ამ წუთებში მიმდინარეობს.
საათის დემონტაჟი McDonald's -ის კვების ობიექტის მშენებლობის გამო
მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა.
მის რეაბილიტაციას McDonald's -ის რესტორების ქსელის მესაკუთრე
კომპანია "თ და კ რესტორნები" ახორციელებდა. კომპანიაში ამბობდნენ,
რომ საათს ივლისის ბოლოს დადგამდნენ. თუმცა,
მოგვიანებით განაცხადეს, რომ საათს ტექნიკური
რეაბილიტაცია უტარდებოდა. კერძოდ, შეიცვალა მექანიზმი და ვიზუალურად
გაახლდა.
კომპანიაში არ დაასახელეს სად მოხდა საათის ვიზუალური და ტექნიკური
გაახლება.
ქუთაისის ცენტრში საათი პირველად
1963 წელს გამოჩნდა, რომლის ავტორი, არქიტექტორი
ბორის ჯაფარიძე იყო. მან ქუჩის საათის დაპროექტებისთვის ჯილდოც
მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები