ახალი ამბები
"კედელი გადაქანებულია, სადაცაა წაიქცევა" - ქუთაისში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში მოსახლეობა გ. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ციხის ტერიტორიის მოვლა-პატრონობას ითხოვს.

ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს, რაც მიტოვებული შენობის შედეგად ექმნებათ.

"2005 წელს გადავიდა ეს ციხე აქედან. მას შემდეგ შიგნით გახდა ტყე. არავინ აქცევს ყურადღებას. გამრავლდნენ ქვეწარმავლები და მღრნელები. კედელი ერთ მხარეზე გადაქანებულია და სადაცაა წაიქცევა, შეიძლება ვინმე შემთხვევითი გამვლელი ან ავტომობილი დააზიანოს. შიგნით მუდმივად იღვრება წყალი და არის საშინელი, გაუსაძლისი ანტისანიტარია," - ამბობენ ადგილობრივები.

ისინი დახმარებას ქალაქის მერიას თხოვენ.

"გაყიდონ და პატრონი გამოუჩნდეს ან თვითონ მოუარონ. გააკეთონ დასასვენებელი პარკი," - აცხადებს ყოფილი ციხი მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. რაც შეეხება მღრნელებსა და ქვეწარმავლებს, ააიპ "სპეციალურ სერვისებში" განმარტეს, რომ მიმდინარე წელს სპეციალური სადეზიფექციო ხსნარით მხოლოდ ყოფილი ციხის გარე ტერიტორია შეწამლეს.

სახელმწიფო ქონების ერვონულ სააგენტოში, რომლის ბალანსზეც იმყოფება ყოფილი ციხე, განაცხადეს, რომ მათ კომპეტენციაში მხოლოდ ქონების განკარგვა შედის და არა მოვლა-პატრონობა, კონკრეტულად კი სანიტარული და სადეზიფექციო სამუშაოების ჩატარება.

"მოვლა-პატრონობა ჩვენი ფუნქცია არაა. თუ საფრთხე აქვს მოსახლეობას, შეუძლია მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელმაც თანხმობაზე ჩვენგან უნდა მიიღონ,"- განაცხადეს სააგენტოში.

მათივე ცნობით, ყოფილი ციხე აუქციონზე გატანილი არ ყოფილა, ინვესტორთა დაინტერესება კი ამ ტერიტორიით დიდია. დაინტრესებული ინვესტორების ვინაობას, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, სააგენტოში არ ასაჯაროებენ.

ქუთაისის ყოფილი ციხე, რომელიც 9196 კვ.მ ფართი უჭირავს, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან 2005 წლამდე ფუნქციონირებდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.