"ახლა რომ გაილექსებით" - გოგი წულაია მაჟორიტარობის კანდიდატებს მიმართავს
12:07 / 23.08.2017
ქუთაისში, ზაზა მალანიას ქუჩის მოსახლეობა წყლის რეაბილიტაციის შემდეგ
მიტოვებული გზის საფარის აღდგენას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, ქუჩაზე წყლის სისტემის ცენტრალური მაგისტრალი
უკვე 2 თვეა შეიცვალა. მას შემდეგ კი ადგილზე არავინ გამოჩენილა.
"ორი თვის წინ დაასრულეს მუშაობა. ყველა მოსახლე დაერთებული ვართ უკვე
ცენტრალურ მილს. მიატოვეს გზა ასე უყურადღებოდ. ჩვენ კი მტვერში და
ტალახში ვიხრჩობით და არავინ გვყავს პარტონი. დიდი ხანია გასულია უკვე
ის დროც, რაც გზის დატკეპნას ჭირდება. იქნება მოგვხედოს ვინმემ," -
ამბობს ადგილობრივი მოსახლე, ჯემალ მალანია.
მალანიას ქუჩაზე პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია იმყოფებოდა. მისი თქმით, ეს
საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა ხარვეზებით მიმდინარეობს ქუთაისში
წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
"გათხარა, გააკეთა, დატესტა, ეზოებში შეიყვანა და ჯერ წყალი არ
გაუშვია. რატომ გააკეთა არ ვიცი. იმ ანეგტოდს გავს, თუ ჭვიანად
იქნებით, აუზში წყალს ჩაგისხამთო," - აცხადებს გოგი წულაია.
ის, ასევე მერიისა და "ქართული ოცნების" კანდიდატებს მიმართავს:
ქუთაისში მალანიას ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციას
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორი, თურქული
კომპანია SMK ახორცილებდა. გზის საფარის აღდეგანაც, სწორედ მას
ევალება.
ამ საკითხზე "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას"
დავუკავშირდით, სადაც აცხადებენ, რომ წყლის მილის შეცვლის დროს
გათხრილ გზას დატკეპნა ჭირდება, რის შემდეგაც სავალი ნაწილი
მოასფალტდება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მალანიას ქუჩაზე გზა
უახლოეს დღეებში მოწესრიგდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები