ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეს ცეცხლი
გაუჩნდა.
თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი ხეზე გადადებულ ელექტროსადენს გაუჩნდა,
საიდანაც ხეზე გადავიდა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
ასევე, ადგილზე იმყოფება "ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის
წარმომადგენლებიც, რომლებიც ხარძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.
"კებელი გადახურდა და გაკვამლიანება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია
სამსახურის პერსონალი, უახლოეს პერიოდში აღდგება დაზიანებული
მონაკვეთი და ჩაირთვება ფიდერი, რომელიც შემთხვევის გამო გაითიშა,"-
აცხადებენ "ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრში.
მათვე თქმით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
მასალის გამოყენების პირობები