ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მეხანძრე-მაშველები
ქუთაისიდანაც შეურთდნენ.
რამდენი მეხანძრე და რა რაოდენობის ტექნიკა გაემგზავრა ხეობაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში ვერ
აზუსტებენ, თუმცა ამბობენ, რომ მობილიზაცია მთელი საქართველოდან
მოხდა.
"მთელი საქართველოდან მოხდა მობილიზება მეხანძრე-მაშველების და
შესაბამისად, ტექნიკის. დაზუსტებით ვერ ვიტყვით რაოდენობას," -
განუცხადეს ქუთაისიპოსტს სახანძრო-სამაშველო სამსხურში.
ბორჯომში შექმნილი საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ტყის მასივში
ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე
მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე
ტექნიკაა ჩართული.
ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი
ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი.
მასალის გამოყენების პირობები