ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მწერლებისა და ხელოვანი ადამიანებისთვის
ახალი შენობა აშენდება.
მას დეველოპერული კომპანია m2 ააშენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ
"მწერალთა სახლის" ახალი შენობა 350 კვ.მ-ზე განთავსდება და
სამსართულიანი იქნება.
როგორც m2-ში ამბობენ, ნაგებობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ლიფტით,
დარბაზით და კაბინეტებით.
მათივე ინფორმაციით, შენობას შეუნარჩუნდება გრიშაშვილის ქუჩის მხრიდან
სკვერი და დამოუკიდებელი შესასვლელი ექნება.
ქუთაისში მწერალთა სახლის შენობა მიმდინარე წლის 24 მაისს
გამოცხადებულ აუქციონზე
გაიყიდა.
პირობების თანახმად, აუქციონზე გამარჯვებულს "მწერალთა სახლის"
შენობის ნაწილის (350 კვმ.) მწერლებისთვის და ხელოვანი
ადამიანებისთვის გარემონტება ევალება, რომელიც შემდეგ ქუთაისის მერიას
დაუბრუნდება.
დანარჩენ 2250 კვ.მ - ზე კომპანია m2 ოთხვარსკვლავიან სასტუმრო
"რამადას" მშენებლობას იწყებს, რომელიც 2
წელიწადში დასრულდება.
სასტუმრო "რამადასა" და "მწერალთა სახლის" გარდა, კომპანია m2
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩა #5-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი
კორპუსის მშენებლობას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები