გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 21 – 22 აგვისტოს დასავლეთ
საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.
სააგენტო იუწყება, რომ 23 აგვისტოს გაძლიერდება დასავლეთის
მიმართულების ქარი და დღის ბოლოს გაწვიმდება.
24 აგვისტოს დღისით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კი +24, +29
გრადუსამდე დაიკლებს. 25 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ
მოიმატებს და +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები