ზესტაფონის სოფელ აჯამეთში აქცია შეწყდა.
ადგილობრივ მოსახლეობას, რომლემაც პროტესტის ნიშნად
საავტომობილო გზა გადაკეტეს, მოგვიანებით
ზესტაფონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გია დევდარიანი და
გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი შეხვდა.
"მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ეს დიდი პროექტია და
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება. ჩვენ მოვიძიებთ თანხებს და
ვეცდებოთ 2018 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩავსვათ". განაცხადა
ნიკოლოზ კრავეიშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამჟამად აქცია შეწყვიტეს, თუმცა ქუჩაში
კვლავ გამოვლენ, რადგან მათი თქმით მოსახლეობა ხელისუფლების
წარმომადგენლებს მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.
სოფელ აჯამეთში გზა წლებია მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც
ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.
ეკა დუგლაძე
მასალის გამოყენების პირობები