მემინგენი-ქუთაისის ავიარეისის გაუქმების მიზეზად, რომელიც 19
აგვისტოს საღამოს უნდა შესრულებულიყო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის
სახელობის აეროპორტში უამინდობას ასახელებენ.
ქუთაისი-მემინგენის რეისი, ქუთაისიდან გაფრინდა 19 აგვისტოს 19:17
საათზე. როგორც ქუთაისის აეროპორტში აცხადებენ, მემინგენში არსებული
ძლიერი ელჭექის გამო მიუნხენში დაფრინდა. ასევე, ელჭექის გამო გაუქმდა
ქუთაისის მიმართულებით ფრენა.
"ხოლო მემინგენიდან ქუთაისში მომავალ მგზავრებს, ავიაკომპანია
ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს”, - აცხადებენ ქუთაისის
აეროპორტში.
ავიაკომპანია wizzair-ს გერმანიის ქალაქ მემინგენიდან ქუთაისის
მიმართულებით რეისი 19 აგვისტოს 20:50 საათზე უნდა შეესრულებინა.
თუმცა რეგისტრაციის გავლიდან მალევე მგზავრებმა მიიღეს ინფორმაცია,
მათი რეისის დაგვიანებისა და შემდგომ გადადების შესახებ. თუმცა,
ფრენის გადადების მიზეზები მგზავრებისთვის არ აუხსნიათ.
მასალის გამოყენების პირობები