ზესტაფონში, სოფელ აჯამეთის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა.
ადგილობრივები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით არ დაიშლებიან, ვიდრე საკითხი არ
მოგვარდება.
აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ
დრომდე არ მისულან.
გამგებელი არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.
სოფელ აჯამეთში გზა წლებია მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც
ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.
ეკა დუგლაძე
მასალის გამოყენების პირობები