ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა.
აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ
დალაქიშვილი იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ გადავიდა.
გიორგი იობაშვილი კურატორობას გაუწევს მერიის საბინაო სამსახურს, ააიპ
ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო
გაერთიანებებს.
მისი წინამორბედი გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის მესამე ვიცე-მერად
რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მას ქუთაისის "აიპ"-ები და საბინაო
მიმართულება ებარა.
მასალის გამოყენების პირობები