ნაციონალურმა მოძრაობამ თვითმმართველობის არჩევნებში ზესტაფონის
გამგებლის კანდიდატად შესაძლოა, კახა გეწაძე წარადგინოს.
„მმართველ გუნდს გაუჭიანურდა ზესტაფონში კანდიდატის წარდგენა. ჩვენ
მთავარი ოპოზიციური ძალა ვართ, ვნახოთ ვინ იქნება ჩემი კონკურენტი
"ქართული ოცნებიდან", სწორედ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას,“ -
განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს კახა გეწაძემ.
კახა გეწაძე საქართვრლოს მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი და
ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია. 2012 წლის შემდეგ სხვადასხვა
დროს ასრულებდა გამგებლის მოვალეობასაც.
ეკა დუგლაძე
მასალის გამოყენების პირობები