„დროშა ვერ დაკიდეს და კონცერტს ჩაატარებენ ესენი?" - ასეთი იყო
ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში, ღია ცის ქვეშ რუბი კუხიანიძის
მოსასმენად შეკრებილი მოსახლეობის რეაქცია, რომლებიც კონცერტის
დაწყებას 2 საათი ელოდნენ.
ნაწილს იმედი გადაეწურა და ტერიტორია დატოვა. ნაწილმა რობის ხილვა და
მისი მოსმენა 20 საათის ნაცვლად 23:15 საათზე შეძლო და ისიც მხოლოდ 35
წუთით. კონცერტი 23:50 საათზე უკვე დასრულებული იყო.
სცენის განათების არ არსებობის გამო რუბი კუხიანიძის კონცერტმა ქუჩის
განათების შუქის ფონზე ჩაიარა.
ასევე, დაცული არ იყო უსაფრთხოების ნორმები, არ იყო გადაკეტილი
ტერიტორია, რის გამოც სცენასთან შეკრებილი ხალხის გვერდით თავისუფლად
გადაადგილდებოდნენ ავტომანქანებითაც.
„კონცერტები დაგეგმილია 8-დან 9 საათამდე, როდესაც არის დღის შუქი და
არ ჭირდება განათება.
რობი კუხიანიძის კონცერტი დაგვიანებით დიაწყო, იმიტომ, რომ ბენდის
ერთ-ერთი წევრი მგზავრობისას გახდა შეუძლოდ.
რაც შეეხება უსაფრთხოებას და ტერიტორიის გადაკეტვას, ამის თაობაზე
მივმართეთ წერილობით შესაბამის სამსახურს და იყო სიტყვიერი
შეთანხმებაც, თუმცა არ მოხდა ორგანიზება,“ - ამბობს ქუთაისის მერიის
კულტურის სამსახურის წარმომადგნელი, ელეონორა გოგოლაშვილი.
რუბი კუხიანიძის კონცერტი, ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებული
"ზაფხულის საღამოების" ფარგლებში, 16 აგვისტოს ჩატარდა.
„ზაფხულის საღამოებისთვის“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარია
გამოყოფილი.
ამავე
თემაზე:
მოტოციკლების ფარების შუქზე ჩატარებული კონცერტი
ქუთაისში (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები