საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 11 აგვისტოს
ჩაშლილი თამაშის შესახებ სხდომა გამართა, სადაც
ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“ და ქუთაისის „ტორპედო“
ხვდებოდნენ.
აღმასკომმა ორივე კლუბს 20 000 ლარიანი ჯარიმა დაააკისრა, ასევე ერთ
საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებენ.
გარდა ამისა, აღმასკომმა კლუბებს პირობითი სასჯელი მისცა. ინციდენტის
განმეორების შემთხვევაში მათ -3 ქულა დაეწერებათ აქტივში. მეოთხე
წრეში კი „ტორპედო“ „ლოკომოტივის“ თამაშიც უმაყურებლოდ ჩაივლის.
თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის საფეხბურთო
მატჩი გუნდების გულშემატკვირების დაპირისპირება გამო,
85-ე წუთზე ჩაიშალა და 14 აგვისტოს
გაგრძელდა, მხოლოდ 7 წუთს.
მატჩი შეწყვეტამდე ორჯერ შეჩერდა, პირველად მასპინძელი გუნდის დაცვამ
სიტუაციის კონტროლი თავის თავზე აიღო, თუმცა თამაშის მიწურულს
ადგილობრივ ფანებსა და ქუთაისელებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას
ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რომელშიც "ლოკომოტივის" ფეხბურთელებიც
ჩაერივნენ.
აღნიშნული თამაში „ლოკომოტივის“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ამავე თემაზე:
"ლოკომოტივისა" და ტორპედოს" თამაში ჩხუბის გამო
ჩაიშალა
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები