ახალი ამბები
"რუსი მომღერლების ადგილი არ არის ქუთაისში"- "ევროპა ჩვენი სახლია"
FaceBook
ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.
ისინი  ქუთაისში, კინო "საქართველოს" გახსნაზე რუსეთში მოღვაწე მომღერლების, გრეგორი ლეპცისა და თამარ გვერწითელის შესაძლო  ჩამოყვანას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით,  სწორედ ამ მომღერლების ჩამოყვანას  კინო "საქართველოს"  ადმინისტარცია გეგმავს.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლების თქმით, ეს ადამიანები არიან რუსეთის პირველ პირთან დაახლოებულები და მიუღებელია მათი ჩამოყვანა ქუთაისში.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 2015 წლის 12 ივნისს რუსეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კრემლის წინ იმღერეს რუსეთის ჰიმნი. ისინი რუსეთის პროპაგანდას უწყობენ მხარს", - განმარტავს გია გოქაძე. 

ის მბობს, რომ 2015 წლის ოქტომბერში NDI_ის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, სხვა ქალაქებთან შედარებით ქუთაისში 62 პროცენტი უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ,,ევროკავშირსა და ნატოში".

"ამ კვლევას მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ვოიაჟები მოსკოვის ადმინისტრაციაში, ამას მოყვა რუსულ-ქართული კინოფესტივალი, ამას მოყვა ბაგრატის ტაძარში სტალინის  სურათის გამოფენა და ამის შემდეგ ახლა ვხედავთ თუ როგორ აპირებს რუსული დესანტის გადმოსხმას ქართული გვარ-სახელებით რუსეთი", - ამბობს გია გოქაძე.

როგორც ,,ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მთავარი პროტესტი არის ის რომ , რუსეთი არის საქართველოს მტერი.

"ამიტომაც რუსი მომღერლების ადგილი არ არის ქუთაისში და არც საქართველოს სხვა ქალაქებში მანამ, სანამ არ გაირკვევა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საბოლოოდ", - აცხადებს გია გოქაძე.

"ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ  ეს არის   თვთითმმართველობასთან შეთანხმებული.
"რადგან შეუძლებელია თვითმმართველობას ქონდეს ევროპული ხედვა და ქალაქში თუნდაც, კერძო კომპანიამ  რუსი მომღერლები ჩამოიყვანოს",  - აღნიშნავს ბარათაშვილი.   

"ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მომხრე არიან საქართველოს მთლიანობის და დამოუკიდებლობის, მათ პროტესტს შეუერთდებიან.



"არ ვიცი, ეგ ინფორმაცია ჩვენც მაშინ გავიგეთ როცა ფეისბუქზე გავრცელდა. არ ვარ საქმის კურსში. შეიძლება თვითონ აპირებენ ჩამოსვლას", - განმარტა ჩვენთან საუბარში კინო "საქართველოს" ადმინისტრაციის წარმომადგენელემა გიორგი ქათამაძემ. 



ამავე თემაზე:

"ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად არიან ჩართულნი რუსულ პროპაგანდაში“ - "ევროპა ჩვენი სახლია"

"მოვითხოვთ სასწრაფო წესით იქნას აღკვეთილი იური ლუშკოვის ვოიაჟი საქართველოში" - გია გოქაძე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.