ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამ სოფელი, ლიხეთი, აბარი
და ურავი გარემოსამყაროს მოწყდნენ. სოფლებთან დამაკავშირებელ გზაზე,
დილით მთა ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილი ჩაკეტა. სოფლები
მდინარე ლუხუნის ხეობასთან ახლოს მდებარეობს.
სოფლებში დაახლოებით 900-მდე ოჯახი ცხოვრობს.
"ყველა ვეძებთ გამოსავალს, ანუ ალტერნატიული გზას, რომ მოსახლეობა
გამოვიყვანოთ. ადგილზე გეოლოგები სწავლობენ სამუშაოებს. რამ გამოიწვია
მთის ჩამოშლა უცნობია", - განმარტავენ ადგილობრივ
თვითმმართველობაში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ გზების გაწმენდის
სამუშაოები უკვე დაწყებულია. მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ
ლომთაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ როდისთვის მოხდება გზის
აღდგენა.
მასალის გამოყენების პირობები