თბილისში, "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" საფეხბურთო მატჩი,
რომელიც
ჩხუბის გამო ჩაიშალა, 14 აგვისტოს
განახლდება.
თამაში მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 18:30 სააათზე
დაიწყება და ის მხოლოდ 7 წუთს
გასტანს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო.
ფედერაციის მიერ მიღებული დებულების მიხედვით, ანგარიში 2:0
შენარჩუნდება.
"ლოკომოტივი" და "ტორპედოს" გუნდების თამაში 11 აგვისტოს იყო, რომელიც
მსაჯმა 85-ე წუთზე გუნდების გულშემატკივრების დაპირისპირების გამო
შეწყვიტა. რაც შეეხება, სანქციებს, რომელიც შესაძლოა გუნდებს
დაეკისროს ფეხბურთის ფედერაციის
სადისციპლინო კომიტეტი 15 აგვისტოს
სხდომაზე იმსჯელებს.
ამავე
თემაზე:
"ლოკომოტივისა" და ტორპედოს" თამაში ჩხუბის გამო
ჩაიშალა
ბაქარ
ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები