სამტრედიაში საფეხბურთო მოედანზე "დინამოსა" და "სამტრედიას" გუნდებს
შორის თამაშს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
"სამტერდიის" გუნდის გუშლემატკივრების უკმაყოფილება თამაშის 1:1-თ
დასრულებამ გამოიწვია. ერთ-ერთმა მათგანმა ტრიბუნიდან ბოთლი მსაჯების
მიმართულებით ისროლა. პოლიციის თანამშრომლებმა კი პირი პოლიციის
განყოფილებაში გადაიყვანეს.
შსს-ში განმარატავენ, რომ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების
166-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც წვრილმან ხულიგნობას
გულისხმობს.
თამაშის პირველი ნაწილი ფრედ 0-0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში
ანგარიში ჯერ სტუმრებმა გახსნეს, თამაშის ბოლო წუთებზე კი
მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შესძლეს.
"დინამოს" და სამტრედიას" შორის საფეხბურთო მატჩი 12
აგვისტოს სამტრედიაში "ეროსი მანჯგალაძის" სახელობის სტადიონზე
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები