ახალი ამბები
15 აგვისტოდან გადაჭარბებული ხმაური დასჯადი ხდება
FaceBook
დღეიდან ხმაურის შესახებ კანონში შესული ცვლილება  შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც გადაჭარბებული ხმაური დასჯადი ხდება.   

დოკუმენტის  მიხედვით,  პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან. ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

კანონში  განსაზღვრულია ადგილების მიხედვით ხმაურის დასაშვები ნორმები. მაგალითად, საცხოვრებელსა და საძინებელში დღისით შემღწევი ხმაური 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამით კი 30-ს. სავაჭრო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია.

ასევე, სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებში 40-ზე მეტი დეციბელი ხმაურის გამოწვევა დაჯარიმდება. სასწავლო დაწესებულებებსა და სამკითხველოებში კი, ხმაური 35 დეციბელზე მეტი არ უნდა იყოს. თუ ბარებსა და რესტორნებს ექვს და უფრო ნაკლებსართულიანი კორპუსი ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით 40.

ქუთაისის ბარ-რესტორნებში  ხმაურის შესახებ ახალ რეგულაციებს იწონებენ და  განმარტავენ, რომ ეს აქამდეც უნდა ყოფილიყო. 

ბარ-რესტორან "დე ჟა ვიუს" მენეჯერი, მელანო ხუციძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მათი ბარ-რესტორნის ზემოთ არსებული სასტუმროს ბინადრებს ხშირად გამოუთქვამთ უკმაყოფილება გვერდითა ობიექტიდან გამოსული ხმაურის  გამო. მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღება აუცილებელი იყო.

"სულ ვცდილობდით, რომ დაგვეცვა ნორმა და არ შეგვეწუხებინა სხვა ჩვენი ხმაურის გამო. ვფიქრობ, ყველა მოქალაქის უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული", - ამბობს მელანო ხუციძე. 

ბარ-რესტორან "პალატის დირექტორის, ზურაბ ფანჯარაძის თქმით, ისინი ნორმას ხმაურის შესახებ სულ იცავდნენ. იგივეს ამბობენ, კაფე-ბარ "აურაში", სადაც ახალი რეგულაციების ამოქმედებას მიესალმებიან. 

პარლამენტმა ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონ-პროექტი  28 ივნისს მესამე მოსმენით დაამტკიცა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.