თერჯოლაში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.
ამ ეტაპზე ცენტრისთვის ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. ერთ-ერთ
ვერსიად სოფელი ზედა საზანო განიხილება, რომელიც უკვე მოინახულეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტისა და "სერვისების განვითარების სააგენტოს"
წარმომადგენლებმა.
საზოგადოებრივი ცენტრი თერჯოლის მოსახლეობისთვის, სადაც ისინი
სხვადასხვა სერვისების მიღებას შეძლებენ, ზედა საზანოში, სავარაუდოდ
ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
საქართველოს მასშტაბით 45 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.
საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს
სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის
სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული
არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების
სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით,
მასალის გამოყენების პირობები