გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღეს
39 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ზოგჯერ შესაძლოა
25მ/წმ -მდე გაძლიერდეს. სინოპტიკოსების ცნობით, ქარი და მაღალი
ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 13 აგვისტომდე შენარჩუნდება.
" 14 აგვისტოდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება , უნდა
ველოდოთ ხანმოკლე წვიმასაც, ჰაერი 31-33 გრადუსამდე დაიკლებს, მსგავსი
გრილი ამინდები მომდევნო კვირის ბოლომდე იქნება", - ამბობენ გარემოს
ეროვნულ სააგენტოში.
სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურის დაკლება და ნალექი სანაპირო
რაიონებშიც მოსალოდნელია.
მასალის გამოყენების პირობები